ლეილა ჯავახიშვილი
კილაძე ბესელიას სასარგებლოდ ჯარიმის გადახდას არ აპირებს
პოლიტიკა

ელისო კილაძე
ელისო კილაძე ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ბრალდებების უარყოფასა და დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. "41-ჯერ 500 ლარს ითხოვდა ბესელია. მიხარია, რომ მისი პატივი და ღირსება ჩამოფასდა მხოლოდ 1500 ლარად. რასაკვირველია, სარჩელის გასაჩივრებას ვაპირებ, არ ვაპირებ, რომ თანხა გადავიხადო. მაქვს უფლება, როგორც ჟურნალისტს, მქონდეს აზრი, რომ ეკა ბესელია არის მექრთამე და მას აქვს, ასევე, უფლება, რომ ამტკიცოს საპირისპირო".
სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმული ბრალდებების საჯარო უარყოფა და ფულადი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ელისო კილაძეს დეპუტატის მიერ მოთხოვნილი 20 500 ლარი არ დაეკისრა და მხოლოდ 1500 ლარიანი ჯარიმა დაუწესა.





