საერთაშორისო დამკვირვებელი: არჩევნები ძალიან გამჭვირვალედ და კარგად ორგანიზებულია. გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგია. მოქალაქეებისგან ჩანს, რომ აცნობიერებენ არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას
არჩევნები 2025

ფოტო: IMEDI/კადრი
უნგრეთის პარლამენტის წევრი ბარბარა სილვია ჰეგედუსი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება, ამბობს, რომ არჩევნები ძალიან გამჭვირვალედ და კარგად ორგანიზებულია.
„ჩვენ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები ვართ უნგრეთიდან. მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ საარჩევნო პროცესი ასახავს ამომრჩევლის ძალისხმევას გააძლიერონ ადგილობრივი დემოკრატია. არჩევნები ძალიან გამჭვირვალედ და კარგად ორგანიზებულია. გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგია. მოქალაქეებისგან ჩანს, რომ აცნობიერებენ არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას. ისინი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ჰქონდეთ სათანადო და გამჭვირვალე წარმომადგენლობა ქალაქებსა და რეგიონებში“, - აღნიშნა დამკვირვებელმა.





