ტრამპი საზღვრების კონტროლის საკითხს ტომ ჰომანს ჩააბარებს
არჩევნები აშშ

ტომ ჰომანი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოორდინატორად სამხრეთ საზღვრის საკითხებში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ყოფილ დირექტორს ტომ ჰომანს დანიშნავს.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ICE-ს ყოფილი დირექტორი საზღვრის კონტროლის საკითხებში, ძლიერი ადამიანი („საზღვრის მეფე“) ტომ ჰომანი ტრამპის ადმინისტრაციას შეუერთდება და ჩვენ ეროვნულ საზღვრებს ჩაუდგება სათავეში, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ საზღვრებს, არამედ ჩრდილოეთ, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოებასაც მოიცავს“, - დაწერა ტრამპმა.
მისი თქმით, ჰომანი აგრეთვე უხელმძღვანელებს არალეგალი მიგრანტების საკუთარ ქვეყნებში დეპორტაციის საკითხებს. „ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ფანტასტიკურ სამუშაოს გასწევს, რასაც დიდი ხანი ველოდით“, - დასძინა ტრამპმა.





