ახალი ზელანდიის მთავრობამ იარაღზე კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა
მსოფლიო

ჯასინდა არდერნი
ფოტო: facebook
მეჩეთებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ახალი ზელანდიის მთავრობამ იარაღის ბრუნვაზე კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ BBC წერს.
პრემიერ ჯასინდა არდერნის თქმით, თავდასხმებმა კანონმდებლობის სისუსტეები აჩვენა და კონკრეტული დეტალები 10 დღის ვადაში გახდება ცნობილი.
მანამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახალ ზელანდიაში ნახევრად ავტომატური იარაღის ყიდვა თავისუფლად იყო შესაძლებელი. ამისთვის უბრალო ლიცენზიაც კი საკმარისი გახლდათ.
ბოლო ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. 28 წლის ბრენტონ ტარანტი წინასწარი დაკავების საკანში 5 აპრილამდე დარჩება.
მომხდარს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.
ტერორისტული აქტიდან მალევე ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მ ტერაქტის ადგილიდან ამოღებული იარაღის ვიზუალური მასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ იარაღს დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია.
სუსმა ახალ ზელანდიაში ნაპოვნ ქართულწარწერიან იარაღზე სტრატეგიულ პარტნიორებს უკვე მიმართა.





