14 მარტი 2019, 13:53
შვედი სკოლის მოსწავლე ნობელის პრემიაზე წარადგინეს
მსოფლიო

გრეტა ტუნბერგი
ფოტო: Twitter
გაზიარება
შვედმა პოლიტიკოსებმა იენს ჰოლმმა და იოჰან სვენელინგმა ნობელის პრემიაზე 16 წლის სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგი წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Aftonbladet-ი ავრცელებს.
პრესტიჟულ პრემიაზე, სკოლის მოსწავლის წარდგენა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მის ბრძოლას უკავშირდება. 2018 წლის ზაფხულიდან ტუნბერგი კვირაში ერთხელ სტოკჰოლმის პარლამენტთან აქციას მართავს და მთავრობას გარემოს დაცვისა და "პარიზის შეთანხმების" შესრულებისკენ მოუწოდებს. ნობელის პრემიაზე წარდგენას თავად ტუნბერგიც გამოეხმაურა. მოსწავლის თქმით ეს მისთვის დიდი პატივია.





