ტრამპი-კიმის სამიტის ჩაშლის მიზეზი სანქციები იყო
მსოფლიო
დონალდ ტრამპი
ფოტო: Twitter
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სანქციების აბსოლუტურ მოხსნას ითხოვდა, მაგრამ ამერიკის ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის.
„ძირითადად მათ უნდოდათ, რომ სანქციები ბოლომდე მოგვეხსნა, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთება არ გვსურდა“, - განაცხადა ტრამპმა ჰანოიში პრესკონფერენციის შედეგებზე საუბრისას. ამასთან მან აღნიშნა, რომ სურს ჩრდილეოთ კორეა სანქციებისგან გაათავისუფლოს, რადგან სჯერა ჩრდილოეთ კორეის პოტენციალის.
ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის გაფართოებული სამიტი ნაადრევად დასრულდა. მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.





