imedi
კალიფორნიის სკოლაში სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო

კალიფოორნიის შტატში, სან-ბერნარდინოს სკოლაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს. ინციდენტი დაწყებითი სკოლის North Park School-ის კლასში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის მოსწავლეები არ არიან, არამედ ორივე ზრდასრული ადამიანია. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სროლის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. 500-მდე მოსწავლე ევაკუირებულია.
პოლიცია განმარტავს, რომ თავდამსხმელმა ჯერ ოპონენტი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი უცნობია. ამ ეტაპზე, საფრთხე აღმოფხვრილია, - აცხადებენ სამართალდამცველები.
ქალაქი სან-ბერნარდინო ღარიბი ქალაქია და ხშირი ძალადობრივი დანაშაულით გამოირჩევა.





