03 თებერვალი 2019, 13:43
ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ირანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადეს. ამის შესახებ Aljazeera წერს.
მისი მოქმედების მანძილი 1 300 კილომეტრია. ამავე ცნობით, გამოცდის დროს რაკეტამ სამიზნე 1 200 კილომეტრში წარმატებით გაანადგურა.
ირანის სარაკეტო პროგრამა აშშ-ისა და ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს. მიწა-მიწა ტიპის რაკეტის ეს კლასი ირანმა 2015 წელს წარადგინა.





