19 იანვარი 2019, 18:13
მექსიკაში გაზსადენზე აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
მსოფლიო

მექსიკა
ფოტო: Twitter/CBS
გაზიარება
მექსიკის ცენტრალურ ნაწილში გაზსადენზე მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა ათობით ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC მექსიკის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ვერსიით, გაზსადენზე აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც გაყვანილობიდან ქურდებმა ნავთობის მოპორვა სცადეს, რის გამოც მილსადენი დაზიანდა.
გამოცემის ცნობით, ასეთი სახის ქურდობა მექსიკაში ხშირად ხდება. როგორც ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, ნავთობის მოპარვის გამო გასულ წელს მექსიკამ 3 მილიარდი დოლარი იზარალა.





