მექსიკაში გაზსადენი ორ სხვადასხვა ადგილზე აფეთქდა. არის მსხვერპლი
მსოფლიო
ხანძარი მექსიკაში
ფოტო: youtube
დღე-ღამის განმავლობაში მექსიკის ცენტრალურ ნაწილში გაზსადენს ცეცხლი მეორედ გაუჩნდა. ამჯერად ხანძარი კერეტაროს შტატშია. ინფორმაციას Milenio ავრცელებს.
სან ხუან დელ რიოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამოქალაქო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები მუშაობენ. ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების და დაღუპულების შესახებ.
📍Saldo hasta el momento: 20 muertos y 54 heridos por explosión del ducto en #Tlahuelilpan Hidalgo
— Noticias_CUBO (@Noticias_CUBO) January 19, 2019
pic.twitter.com/77iYU5PAO1
მანამდე კი ხანძარი იყო გაზსადენზე იდალგოს შტატში, რომლის შედეგადაც, შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, დაიღუპა 20 და დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი. საჭირო გახდა იმ ზონიდან ხალხის ევაკუაცია.
მოგვიანებით BBC-ის ინფორმაციით გადაცვლილთა რაოდენობა 21-მდე, დაშავებულთა კი - 71-მდე გაიზარდა.





