interfax
სპეცოპერაცია გროზნოსთან
მსოფლიო

გროზნო
რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქის შემოგარენში სპეცოპერაციის დროს ხუთი მებრძოლი მოკლულია.
“ინტერფაქსი” იუწყება, რომ ხუთი კრიმინალი ლიკვიდირებულია და ამოღებულია იარაღი, რომელიც მათ მანამდე ხელში ჩაიგდეს პოლიციის თანამშრომლისგან და რომ ოპერაციას ადგილზე რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა.
იგივე წყაროს ცნობით, 17 დეკემბრის ღამეს შეიარაღებული ადამიანები თავს დაესხნენ პოლიციის წარმომადგენლებს. საპასუხო სროლის დროს ოთხი თავდამსხმელი მოკლულია, ორიც დაიჭრა. პოლიციელებიდან არავინ დაღუპულა. ოპერაცია გროზნოდან რამდენიმე კილომეტრში, სტაროპრომისლოვსკის რაიონში არსებულ სასაფლაოსთან ჩატარდა.





