03 იანვარი 2019, 12:06
ნიგერიის მთავრობამ „ბოკო ჰარამის“ 200-მდე ტერორისტი გაანადგურა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
გაზიარება
მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, ნიგეირის სამთავრობო არმიამ რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ორასზე მეტი ტერორისტი გაანადგურა. არმიამ ექსტრემისტების პოზიციებზე იერიში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიიტანა.
ნიგერიის თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის დროს არმიას დანაკარგები არ აქვს.
„ბოკო ჰარამი“ ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ნიგერიის, ნიგერის, კამერუნისა და ჩადის ტერიტორიებზე მოქმედებს. 2015 წელს დაჯგუფებამ ერთგულება გამოუცხადა „ისლამურ სახელმწიფოს“.





