31 დეკემბერი 2018, 09:14
ბანგლადეშის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ შეიხ ჰასინას პარტიამ გაიმარჯვა
მსოფლიო

შეიხ ჰასინა
ფოტო: facebook
გაზიარება
ბანგლადეშის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ შეიხ ჰასინას პარტიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცესკოს ინფორმაციით, ჰასინას პარტიამ მოკავშირეებთან ერთად 300-ადგილიან პარლამენტში 288 მანდატი მოიპოვეს. შესაბამისად, შეიხ ჰასინა ბანგლადეშის მთავრობას ზედიზედ მესამე ვადით უხელმძღვანელებს.
ბოლო მონაცემებით, ბანგლადეშში არჩევნებისას დაპირისპირებას, სულ ცოტა, 17 ადამიანი ემსხვერპლა.





