დანია „გეტოების“ წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
2019 წლის იანვრიდან დანიაში 43 საცხოვრებელ რაიონთან დაკავშირებით 22 გამონაკლისი ზომა შედის ძალაში. ამ ზომების მიზანი დანიაში "პარალელური საზოგადოებების" დაშლაა. ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.
მაგალითად, ამ 43 ლოკაციაზე პოლიციას უფლებამოსილება ექნება, დროდადრო გაამკაცროს აქ ჩადენილი ქმედებისთვის სასჯელები; კანონი ამ კვარტლებში მცხოვრები დამნაშავეების გასახლების უფლებასაც იძლევა, მათ შორის დამნაშავეთა ოჯახებისაც. გეგმა ითვალისწინებს 2030 წლამდე სოციალური საცხოვრისების რაოდენობის შემცირებას, სადაც ოჯახთა 40% ცხოვრობს.
ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს როგორც ადგილობრივ საზოგადოებაში, ასევე სოციოლოგებში. მაგალითად, სოციოლოგი აიდინ სოეი ამბობს: "როდესაც ხელისუფლება გეტოს ინსტიტუციონალიზაციას ახდენს, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურია. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდებში იქმნება კონტრ-მოქალაქეობრივი აზრი, მათ უჩნდებათ შეგრძნება, რომ ისინი მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან".
კანონის მიღებას მხარი დანიის პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა.





