პაატა კუპატაძე
FETO პაკისტანში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს
მსოფლიო

პაკისტანის უზენაესი სასამართლო
ფოტო: Twitter
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO პაკისტანმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.
გადაწყვეტილება პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო. ამავე გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გიულენის ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული სკოლები თურქეთის სახელმწიფო ფონდ „მაარიფს“ გადაეცემა.
"We are in no manner of doubt that the government of Pakistan has international obligations towards the government of Turkey to declare FETO as a terrorist organisation" - Pakistan's Supreme Court https://t.co/McVssL2cJX pic.twitter.com/YGxnbUN6Ao
— TRT World Now (@TRTWorldNow) December 28, 2018
2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ოფიციალური ანკარა აშშ-ში მცხოვრებ, ყოფილ სასულიერო პირს, ფეთჰულა გიულენს და მის ორგანიზაციას ადანაშაულებს.
არშემდგარი გადატრიალების შემდეგ თურქეთში გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი ათასობით ადამიანი დააპატიმრეს ან სამსახურიდან დაითხოვეს.
ოფიციალური ანკარა ვაშინგტონს გიულენის ექსტრადიციას, საერთაშორისო საზოგადოებას კი FETO-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას სთხოვს.





