15 დეკემბერი 2018, 20:24
მალდივის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტის ანგარიშები დააყადაღეს
მსოფლიო

აბდულა იამინი
ფოტო: Facebook
გაზიარება
მალდივის რესპუბლიკის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის აბდულა იამინის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. გამოძიება ექსპრეზიდენტს ფინანსური გარიგებების გზით 100 მილიონი მალდივური რუპიის (6,5 მილიონი დოლარი) მითვისებაში ადანაშაულებს.
ანგარიშების დაყადაღების გარდა ქვეყნის ყოფილი მეთაური სასამართლოში საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის საქმეზეც გამოიძახეს.
2018 წლის თებერვლიდან მალდივის რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო.





