Brexit-ის მომხრეებმა ლონდონში ვესტმინსტერის ხიდი გადაკეტეს
მსოფლიო

ფოტო: Twitter
Brexit-ის მომხრეებმა ლონდონში ვესტმინსტერის ხიდი გადაკეტეს. ამის შესახებ Metro წერს.
ყვითელ ჟილეტებში ჩაცმული დემონსტრანტები ავტობუსებსა და ავტომობილებს არ ატარებენ. აქციაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობს.
TWITTER POST
10 დეკემბერს ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში Brexit-ზე დაგეგმილი კენჭისყრა გადადო.
ტერეზა მეიმ თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ ბრიუსელთან შეთანხებულ პროექტს დეპუტატები მხარს არ უჭერენ.
კენჭისყრა 11 დეკემბერს იყო დაგეგმილი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთს Brexit-ის შეჩერების უფლება მიეცა. დადგენილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო.
გადაწყვეტილება ქვეყანას ანიჭებს უფლებამოსილებას, ევროკავშირის თანხმობის გარეშე გაიხმოს გაერთიანების დასატოვებლად გაკეთებული ოფიციალური განაცხადი.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.





