სტრასბურგში ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
მსოფლიო

ფოტო: Twitter
სტრასბურგში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ინტერნეტგამოცემა Amaq- მა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული, ტერორისტების განცხადება გამოაქყვეყნა, თუმცა არანაირი მტკიცებულება თავდასხმასთან კავშირის შესახებ მოყვანილი არ არის.
6) BREAKING: Shortly after he was reported killed, #ISIS ' 'Amaq News Agency reports Christmas market attacker Cherif Chekatt was an ISIS "soldier" who "carried out the operation in response to call to target citizens of the international coalition." https://t.co/3hazNo62sE pic.twitter.com/7ZgeZc5UvP
— Rita Katz (@Rita_Katz) 13. prosince 2018
განცხადებაში წერია, რომ თავდამსხმელი ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო .
პოლიციამ 29 წლის თავდამსხმელი შერიფ შექათი წარმოშობით მაროკოელი, საფრანგეთის მოქალაქე გუშინ, 13 დეკემბერს მოკლა. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი, 13 კი, მძიმედ დაშავდა





