სტრასბურგელ თავდამსხმელს 700-ზე მეტი პოლიციელი ეძებს
მსოფლიო

ფოტო: Twitter
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის შემოგარენში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცველები 11 დეკემბერს, საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელს ეძებენ. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, თავდამსხმელს 720 პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ეძებენ.
Police hunt Strasbourg market gunman, dead or alive https://t.co/sGIl0djn5o pic.twitter.com/un0oQKqHrb
— Reuters Top News (@Reuters) December 13, 2018
ეჭვმიტანილი 1989 წელს დაბადებული შერიფ შექათია. 29 წლის კაცი წარმოშობით მაროკოელი, საფრანგეთის მოქალაქეა.
გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი ტაქსით დატოვა. ის სავარაუდოდ დაჭრილია.
დღესვე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმელმა საფრანგეთი სავარაუდოდ უკვე დატოვა.
ცნობილია, რომ თავდასხმამდე, 29 წლის ეჭვმიტანილი ექსტრემისტების სიაში იყო.
სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლა 11 დეკემბერს მოხდა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.





