იემენში დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს
მსოფლიო

ფოტო: Twitter / @irmavandueren
იემენის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დაპირისპირებულმა მხარეებმა საპორტო ქალაქ ჰუდაიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ BBC წერს.
გაეროს მხარდაჭერილი სამშვიდობო მოლაპარაკებები შვედეთში გაიმართა. მიზანი თითქმის ოთხწლიანი სამოაქალაქო ომის დასრულება იყო.
გაერო სექტემბერშიც შეეცადა მსგავსი მოლაპარაკებების გამართვას ჟენევაში, თუმცა უშედეგოდ.
იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო, სადაც კონფლიქტის მონაწილე მხარეები შიიტური დაჯგუფება „ანსარ ალას“ მხარდამჭერები და არაბული კოალიციის ხელმძღვანელობით, სამთავრობო ძალები არიან. თითქმის 4-წლიანი ომის შედეგად იემენში 10,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რის გამოც არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სახელმწიფო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.





