ტრამპი სტრასბურგის ტერაქტის გამო საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
Another very bad terror attack in France. We are going to strengthen our borders even more. Chuck and Nancy must give us the votes to get additional Border Security!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 12, 2018
„კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა საფრანგეთში. ჩვენ ვაპირებთ, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ საზღვარზე უსაფრთხოება“, - წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით, ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საზღვარზე უსაფრთხოების ზომები უნდა გაამკაცროს.
ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სტრასბურგის ტერაქტს ტრამპი საბაბად იყენებს.
ბოლო მონაცემებით, ტერაქტს სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე კრიტიკულია 12 დაშავებულიდან 6 ადამიანის მდგომარეობა.
თავდამსხმელი ამ დრომდე დაკავებული არაა.





