სენცოვის ნათესავი სახაროვის პრემიის ცერემონიაზე: მან უკვე გაიმარჯვა
მსოფლიო

ოლეგ სენცოვი
ფოტო: facebook
ევროპის პარლამენტმა 2018 წელს დაპატიმრებულ უკრაინელ რეჟისორს, ოლეგ სენცოვს მიანიჭა სახაროვის სახელობის პრემია, რომელიც აზრის თავისუფლებას ეძღვნება. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
"მისი ნაბიჯებით მთელმა მსოფლიომ დაიწყო ლაპარაკი რუსეთის რეპრესიებზე" - უთხრა სენცოვის ნათესავმა, ნატალია კაპლანმა სტრასბურგში 12 დეკემბერს გამართულ ცერემონიაზე თავშეყრილ აუდიტორიას და დასძინა, რომ ოლეგმა მნიშვნელოვანი ყურადღება მიაპყრო რუსეთში მყოფ უკრაინელ პოლიტპატიმრებს, ამიტომ მან უკვე გაიმარჯვა.
რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უკრაინელი რეჟისორი პოლიტპატიმრად აღიარა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა.“
ოლეგ სენცოვის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები რამდენჯერმე გაიმართა მოსკოვსა და ევროპის ქალაქებში. გარდა ამისა, აშშ-ის პენცენტრმა და აშშ-ის საგარეო უწყებამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სენცოვის გათავისუფლება სთხოვეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ სენცოვის





