imedi
უფროს ჯორჯ ბუშს ტეხასში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალავენ
მსოფლიო

უფროსი ჯორჯ ბუში
ფოტო: facebook
უფროს ჯორჯ ბუშს ტეხასში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე, მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით, დაკრძალავენ. ამის შესახებ CNBC წერს.
პრეზიდენტის სასახლეს კოლეჯ-სტეიშენში მატარებლით მიასვენებენ. მანამდე კი, ჰიუსტონში აშშ-ის ექსპრეზიდენტთან დამშვიდობების ცერემონიალი გაიმართება.
5 დეკემბრამდე უფროსი ჯორჯ ბუშის სასახლე კაპიტოლიუმში დარჩება. მისი გარდაცვალების გამო, 5 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, ხოლო აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალი 6 დეკემბერს გაიმართება.
აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი, უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლისა გარდაიცვალა. ცნობა მამის გარდაცვალების შესახებ მისმა ვაჟმა, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა ოჯახის სახელით გაავრცელა.





