ქერჩის სრუტეში ვითარება იძაბება
მსოფლიო
ქერჩის სრუტე
ფოტო: YouTube
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გიურზას კლასის დაჯავშნული ხომალდები ქერჩის სრუტისკენ მიემართებიან. მათი მისიაა გაამაგრონ დანარჩენი სამი უკრაინული ხომალდი, რომლებიც იგივე მიმართულებით დილის შვიდ საათზე გაცურდნენ.
რუსეთი ამას საზღვრის დარღვევად და პროვოკაციად მიიჩნევს. რუსული მედიის ცნობით, „ფეესბეს“ სასაზღვრო სამსახურები მის აღსაკვეთად ყველა ზომას იღებს.
უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ საარტილერიო კატერები - „ბორდიანსკი“ და „ნიკოპოლი“, ასევე საბუქსირო გემი „იანი კაპუ“ ოდესის პორტიტად მარიოპოლში გეგმურად გადადიოდნენ, რის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. რუსულმა გემმა კი ბუქსირი დააზიანა.
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა გაეროს საზღვაო წესი დაარღვია
ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა.
.png)





