დონეცკთან მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ახლობლებმა რუსეთს უჩივლეს
მსოფლიო

ფოტო: Facebook
დონეცკთან ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის 55 მსხვერპლის ნათესავებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
დაღუპულთა ოჯახების მტკიცებით, „მალაიზიური ავიახაზების“ თვითმფრინავი რუსეთთმა ჩამოაგდო და ამასთან მოსკოვმა კატასტროფის გარემოებების გამოძიებას ხელი შეუშალა.
მოსარჩელე მხარის ადვოკატის თქმით, დაღუპულთა ოჯახები მიიჩნევენ, რომ რუსეთთმა ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფს თვითმფირავის ჩამოგდების შესახებ მნიშვნელოვანი ფაქტები არ მიაწოდა და გადასცა ის ინფორმაცია, რომელიც არ დადასტურდა.
მისივე თქმით, თუ სასამართლო სარჩელს მიიღებს, საქმეს 5-7 წლის განმავლობაში განიხილავენ.
თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ბუკის ტიპის სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს, რომელიც ადგილზე რუსმა მებრძოლებმა შეიტანეს, თავად რუსეთი ამ ფაქტს უარყოფდა.





