09 ნოემბერი 2018, 08:10
საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაში მჟავის კვალი იპოვეს
მსოფლიო

ჯამალ ჰაშაღი
ფოტო: არქივი
გაზიარება
თურქეთის პოლიციამ საუდის არაბეთის გენერალური კონსულის რეზიდენცაში ქიმიკატების კვალი გამოავლინა, კერძოდ - მჟავას. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქიმიკატები შესაძლოა ჟურნალისტის კვალის გაქრობისთვის გამოიყენეს. თურქეთის პოლიციამ ოქტომბერში საიდუმლოდ ამოიღო რეზიდენციიდან ნიმუშები.
საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც ის მოკლეს.





