ინდონეზიაში ავიაკატასტროფას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock
ინდონეზიაში თვითმფრინავი, რომელიც დედაქალაქ ჯაკარტიდან ბანკა-ბელიტუნგის კუნძულებისკენ, ქალაქ პანკალპინანგისკენ მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ჯაკარტის სანაპიროსთან, ზღვაში ჩამოვარდა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევისას ვერრავინ გადარჩა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 კომპანია Lion Air-ს ეკუთვნოდა.
თვითმფრინავში 178 ზრდასრული მგზავრი, ერთი ჩვილი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, Boeing 737-ს გაფრენის წინ ტექნიკური პრობლემები აღმოუჩინეს.
ბოინგის ჩამოვარდნის შემდეგ, ავსტრალიის ხელისუფლებამ ჩინოსნებს ამ კომპანიის თვითმფრინავებით მგზავრობა აუკრძალა.





