23 მარტი 2017, 20:34
Sky News
ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
მსოფლიო

გაზიარება
Sky News-ის ცნობით, ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
22 მარტს ლონდონში თავდამსხმელმა ჯერ ვესტმინსტერის ხიდზე ხალხს ავტომობილით გადაუარა, შემდეგ კი, პარლამენტთან პოლიციელი დაჭრა. დაიღუპა 4 (პოლიციელი, 2 მოქალაქე, თავად ტერორისტიც) და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.
Scotland Yard-ის ინფორმაციით, დაღუპული პოლიციელი 48 წლის კიტ პალმერია. მას იარაღი არ ჰქონდა.
დაკავებულია 7 ეჭვმიტანილი.





