ქერჩის კოლეჯზე თავდამსხმელის მთავარი მიზანი დირექტორის მკვლელობა იყო
მსოფლიო

ქერჩის კოლეჯი
ფოტო: СК РФ
ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯზე თავდამსხმელის ვლადისლავ როსლიაკოვის თავდაპირველი მიზეზი სასწავლებლის დირექტორის ოლგა გრებენიკოვის მკვლელობა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „რენ ტვ“ ავრცელებს.
დაღუპული ალექსანდრა ლაზარევას დედის თქმით, სწორედ რომ დირექტორი უნდა მომკვდარიყო პირველი. „ბავშვებს ის არასდროს უყვარდათ. ჩვენ უბრალოდ ვფიქრობდით, რომ ეს ბავშვების სიძულვილი იყო, თუმცა ღრმად არ გავერკვიეთ საკითხში“, - თქვა მშობელმა.
თვითმხილველების თქმით, როსლიაკოვი თავიდან გრებენიკოვის კაბინეტისკენ წავიდა, თუმცა ის ვერ ნახა და სხვა კაბინეტების ძებნა დაიწყო, თუმცა ის ვერ იპოვა და ცეცხლი გაუხსნა ყველას. მოგვიანებით გაირკვა, რომ დირექტორმა შენობა ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.
როგორც „რენ ტვ“ წერს, გამოძიების შედეგად თუ დადგინდა დირექტორის დანაშაული, მას გულგრილობისთვის ბრალს წაუყენებენ.
ქერჩის კოლეჯში 17 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავდა 73ადამიანი, რომელთაგან 45 ჰოსპიტალიზებულია. მათ შორის 25 ბავშვია. თავდასხმისას სულ 20 ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა თავად როსლიაკოვიც, რომელმაც თავი მოიკლა.





