23 ოქტომბერი 2018, 08:42
აშშ-ში ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
მსოფლიო

ჯორჯ სოროსი
ფოტო: Twitter
გაზიარება
ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც საფოსტო ყუთში იყო მოთავსებული. ამის შესახებ New York Times-ი სამართალადამცავი ორგანოს თანამშრომელზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ცნობით, შემთხვევა ნიუ-იორკის შტატში, უესტჩესტერის ოლქში მოხდა. იმ დროს სოროსი სახლში არ იყო.
ასაფეთქებელი ნივთიერება არ ამოქმედებულა. ადგილობრივმა პოლიციამ საქმე აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცა.




