გარდაიცვალა ოფიცერი, რომელმაც ნაცისტური გერმანიის ბირთვული ამბიციები ჩაშალა
მსოფლიო

იოაქიმ რიონებერგი
ფოტო: Twitter
ნორვეგიაში 99 წლის იოაქიმ რონენბერგი გარდაიცვალა, რომელიც 1943 წელს, მძიმე წყლის განადგურების ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. მძიმე წყლის გამოყენებას გერმანელები ბირთვული იარაღის შესაქმნელად აპირებდნენ.
რონენბერგი 1919 წელს ოლესუნში დაიბადა. 1940 წელს, როდესაც ჰიტლერმა ნორვეგია დაოპყრო, ის დიდ ბრიტანეთში გაიქცა და „წინააღმდეგობის“ მონაწილე გახდა. სამხედრო მომზადების გავლის შემდეგ, ის ნორვეგიაში დაბრუნდა და ნაცისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციებში დაიწყო მონაწილეობა.
Joachim Rønneberg, the last surviving hero of the Telemark raid that stopped Hitler getting the hydrogen bomb, dies aged 99 https://t.co/HVMF6a9EVD pic.twitter.com/29nyehAzb1
— David Jack (@DJack_Journo) October 21, 2018
1943 წელს, ბრიტანელებმა მას კომპანია Norsk Hydro-ის აფეთქება დაავალეს, რომელიც მძიმე წყალს (ოქსი დეიტერიუმი) აწარმოებდა ნორვეგიაში. რონენბერგი თავის გუნდთან ერთად პარაშუტებით დაფრინდა ქალაქ ვემორკში. ისინი ქარხნამდე თხილამურებით მივიდნენ, ააფეთქეს შენობა და მოასწრეს შვედეთში გაქცევა. ოპერაცია „ჰანერსაიდის“ დროს ერთი ტყვია არ გასროლილა.
დღეს ისტორიკოსები ამბობენ, რომ გერმანია მაშინ ბირთვულ იარაღს ვერ დაამზადებდა, თუმცა 1943 წელს ამის შეფასება უფრო რთული იყო.





