ავღანეთში მომხდარი თავდასხმის გამო ყანდაარის პროვინციაში არჩევნები გადაიდო
მსოფლიო

აბდულ რაზექი
ფოტო: Twitter
ყანდაარში მომხდარი თავდასხმის გამო პროვინციაში ავღანეთის საპარლამენტო არჩევნები ერთი კვირით გადაიდო. ამის შესახებ BBC წერს.
„თალიბებმა“ გავლენიანი ავღანელი გენერალი 18 ოქტომბერს მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაგუფებამ მალევე აიღო.
ყანდაარის პროვინციაში თავდასხმას სამი მაღალჩინოსნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე დაიღუპა პოლიციის უფროსი და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი. მძიმედ დაიჭრა ყანდაარის გუბერნატორი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა. თავდასხმისას დაშავდა რამდენიმე სამხედრო. მომხდარს ცოცხალი გადაურჩა ავღანეთში ნატოს მისიის ხელმძღვანელი გენერალი სკოტ მილერი, რომელიც „თალიბანის“ სამიზნე იყო.
მანამდე აფეთქებას ემსხვერპლა ერთ-ერთი ავღანელი პოლიტიკოსიც, რომლიც არჩევნებში კენჭს იყრიდა.
ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები 20 ოქტომბერს არის დაგეგმილი. კანონმდებლები ქვეყანაში ბოლოს 2010 წელს აირჩიეს.





