11 ოქტომბერი 2018, 18:19
ეგვიპტის სამხედრო სასამართლომ 17 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა
მსოფლიო

ფოტო: არქივი
გაზიარება
11 ოქტომბერს, ეგვიპტის სამხედრო სასამართლომ 2016-2017 წლებში სამ ეკლესიასა და პოლიციის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმების გამო 17 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Mena ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
2016-2017 წლებში ორ ეკესიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხუსმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფომ“ აიღო.
ეკლესიებზე მიტანილ იერიშებს 2016-17 წლებში ეგვიპტეში 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





