პრინც ჰარის დაცვის სამსახურის წევრი პედოფილიაში ამხილეს
მსოფლიო

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი
ფოტო: Facebook
პრინც ჰარის ყოფილი დაცვის სამსახურის წევრს პირობითი სასჯელი და გამოსასწორებელი სამუშაოები დაუწესეს მას შემდეგ, რაც მას 10 ათასამდე ბავშვის ფოტო უპოვეს. სასჯელი მას გაწეული სამხედრო სამსახურის გამო შეუმსუბუქეს. ამის შესახებ ტაბლოიდი Daily Mail-ი წერს.
47 წლის ტიმოტი მერფიტი ბავშვების მონაწილეობით ათასობით ფოტოს და ვიდეოს ჩამოტვირთვაში ამხილეს. მათგან 170 აკრძალვის მაქსიმალურ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ხოლო 80 - მეორე კატეგორიის. გარდა ამისა, ყოფილ დაცვას 380-მდე პორნოგრაფიული ჩანაწერები უპოვეს ცხოველების მონაწილეობით.
ბრალდებულმა აღიარა, რომ თვითონ აგროვებდა გამოსახულებებს, თუმცა ამისკენ მას პოსტრავმულმა მდგომარეობას უბიძგა, რომელიც ჯარში მსახურების შემდეგ დაემართა. მერფიტი ამბობს, რომ მისი საქციელის გამო „უკიდურესად სცხვენია“.





