ვიეტნამის ომის დროს აშშ-ის გენერალი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავდა
მსოფლიო

ფოტო: wikipedia
ამერიკელი სამხედროები ვიეტნამის ომის დროს, 1968 წელს, აპირებდნენ, რომ ბირთვული იარაღი გამოეყენებინათ. ამის შესახებ მოწმობს გამოქვეყნებული საიდუმლო არქივები, რომელსაც გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.
დოკუმენტების თანახმად, ვიეტნამში ამერიკული არმიის გენერალი უილიამ უესტმორლენდი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა საიდუმლო ოპერაციას კოდური სახელით Fracture Jaw („ყბის მოტეხილობა“). ის გულისხმობდა სამხრეთ ვიეტნამში ბირთვული იარაღის გადასხმას, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინათ ჩრდილოვიეტნამელებთან შეტაკების დროს.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, უესტმორლენდის გეგმის შესახებ უსაფრთხოების საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უოლტ როსტოუმ გაიგო, რომელმაც უმალვე აცნობა ამერიკის მაშინდელ ლიდერს ლინდონ ჯონსონს. როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა გაიგო ამ ოპერაციის შესახებ, ის ძალიან განრისხდა და პროგრამის დაუყოვნებლივი დახურვა მოითხოვა.
„ჯონსონი ბოლომდე არასდროს ენდობოდა თავის გენერლებს. ის პატივს სცემდა გენერალ უესტმორლენდს, მაგრამ არ სურდა, რომ ომი მას წარემართა“, - ამბობს ჯონსონის მდივანი.





