ინგუშეთის მეთაურმა ჩეჩნეთთან საზღვრის დადგენის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
მსოფლიო

იუნუს-ბეკ ევკუროვი
ფოტო: Facebook
ინგუშეთის მეთაურმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა ხელი მოაწერა კანონს ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ, რომელიც მანამდე, 4 ოქტომბერს რეგიონის პარლამენტმა დაამტკიცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ იმავე დღეს მოითხოვა, რომ ჩეჩნეთთან საზღვრის დადგენაზე შეთანხმება რეფერენდუმზე გატანილიყო. სასამართლოს თქმით, ეს საკითხი დეპუტატების გადასაწყვეტი არ არის.
ნაზრანში რამდენიმეათასიანი მიტინგი, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. მომიტინგეები რეფერენდუმის ჩატარებას და ევკუროვის გადადგომას მოითხოვენ.
ჩეჩნეთი და ინგუშეთი მათ შორის საზღვრების დაწესებაზე სექტემბრის ბოლოს შეთანხმდნენ. შეთანხმებას ხელი რუსეთის ფედერაციული სუბიექტების ლიდერებმა - რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა მოაწერეს.





