ნათია ჩაჩავა
ანგელა მერკელს ევროკავშირის უშიშროების საბჭოს შექმნა სურს
მსოფლიო

ანგელა მერკელი
ფოტო: არქივი
გერმანიის კანცლერი ევროკავშირის უშიშროების საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ასეთი ორგანოს შექმნის შემთხვევაში, უშიშროების საბჭო როტაციულ რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
კანცლერის თქმით, ახალი ინიაციატივის მიზანი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ საკითხებში სამართლებრივი წესების გაძლიერება და ახალი წესრიგის ფორმირებაა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის უშიშროების საბჭოს შექმნის საკითხი გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ივნისში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს.
ლიდერების მოსაზრებით, უშიშროების საბჭოს წევრი ერთდროულად ევროკავშირის 28 -ვე ქვეყანა ვერ იქნება. ორგანოში სავარაუდოდ, მუდმივი წევრები გერმანია და საფრანგეთი იქნებიან.





