28 სექტემბერი 2018, 23:16
გერმანიაში ერდოღანის ჩასვლა გააპროტესტეს
მსოფლიო
საპროტესტო პლაკატი
ფოტო: youtube
გაზიარება
ბერლინში ასობით ადამიანი გავიდა საპროტესტო აქციაზე, სადაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფიციალური ვიზიტი გააპროტესტეს. პოცდამერ პლაცზე შეკრებილების მთავარი ლოზუნგი იყო Erdogan not welcome. მონაწილეები სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციებს აპროტესტებდნენ და წარწერა - თურქული დემოკრატია გისოსების ფონზე ჰქონდათ გამოსახული.
შეკრებილებს შორის დიდი ნაწილი ქურთები იყვნენ. ბერლინის პოლიციის ცნობით, წესრიგს 4200 სამართალდამცველი იცავს.
ერდოღანი გერმანიაში სამდღიანი ვიზიტით 27 სექტემბერს ჩავიდა.





