23 სექტემბერი 2018, 18:12
ნობელიანტი ჩარლზ კაო 84 წლისა გარდაიცვალა
მსოფლიო

ჩარლზ კაო
ფოტო: South China Morning Post/ Edward Wong
გაზიარება
ნობელის პრემიის მფლობელი, ფიზიკოსი ჩარლზ კაო ჰონგ-კონგში 84 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.
2004 წელს ჩარლზ კაოს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. დიაგონიზადან რამდენიმე წელიწადში, კაომ და მისმა მეუღლემ ალცჰაიმერის დაავადების შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გასაზრდელად სპეციალური ფონდი დააარსეს.
ჩარლზ კაომ ფიზიკის დარგში ნობელის პრემია 2009 წელს მიიღო.





