სირიის ძალებმა რუსეთის დახმარებით იდლიბზე მორიგი ავიაიერიში მიიტანეს
მსოფლიო

ფოტო: Twitter
სირიის სახელისუფლებო ძალებმა რუსი სამხედროების მხარდაჭერით იდლიბის პროვინციაზე მორიგი ავიადარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
იერიშის სამიზნე იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფლები გახდა. უფლებადამველების ცნობით, დაღუპულია 1 ბავშვი.
ბოლო 2 დღის განმავლობაში პროვინცია დაახლოებით 5000-მა ადამიანმა დატოვა.
7 სექტემბერს თეირანში სირიის საკითხზე რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის დროს კოორდინირებულად იმოქმედებენ.
შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბის დაბომბვას არ ემხრობა. თურქეთის პოზიცია სამხრივი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.





