დონალდ ტრამპმა მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
მსოფლიო

ჯონ მაკკეინი და დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
თეთრი სახლის ლიდერმა მაკკეინის ოჯახს მიუსამძიმრა.
My deepest sympathies and respect go out to the family of Senator John McCain. Our hearts and prayers are with you!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) August 26, 2018
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი დღეს გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო.
24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა. მას კიბო ჰქონდა.
ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი გასული წლის ივლისის ბოოლოს დაუსვეს. 80 წლის პოლიტიკოსს ქირურგებმა მარცხენა თვალთან შედედებული სისხლი ამოუღეს. პროცედურის შემდეგ ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომა იყო.
როგორც წესი, გლიობლასტომას აღმოჩენის შემდეგ, პაციენტების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, დაახლოებით 14 თვეა.
6 მაისს მედიაში დაიწერა, რომ ჯონ მაკკეინს არ სურდა დონალდ ტრამპი მის დაკრძალვას დასწრებოდა.





