15 აგვისტო 2018, 08:35
იტალიასა და კალიფორნიაში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა
მსოფლიო

ფოტო: არქივი
გაზიარება
იტალიასა და კალიფორნიაში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. როგორც Fox-ი წერს, ლოს-ანჯელესში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 5:25 საათზე იგრძნეს.
მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.
volcanodiscovery-ს ცნობით კი, იტალიაში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის ცნობით, ღამის საათებში ბიძგები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კამპობასოს პროვინციაში, მიწისქვეშ 16 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ამ მომენტისთვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.





