13 მარტი 2017, 16:17
imedi
არგენტინაში როკკონცერტზე ჭყლეტას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

გაზიარება
არგენტინის ქალაქ ოლავარიაში, როკკონცერტზე ჭყლეტის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 10 დაშავდა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
მედიის ცნობით, არგენტინელი მუსიკოსის, სოლარის ბოლო რეპერტუარის შესრულებისას, ხალხი სცენისკენ დაიძრა, რასაც ჭყლეტა მოჰყვა.
ორგანიზატორების თქმით, კონცერტს 250 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. დასრულების შემდეგ, ბევრს ღამის ღია ცის ქვეშ გატარება მოუწია, რადგან ადგილობრივ ავტობუსებში მგზავრები ფიზიკურად ვეღარ ეტეოდნენ.
ოლავარიაში ცხოვრობს 100 ათასი ადამიანი - გაცილებით ნაკლები, ვიდრე კონცერტს ესწრებოდა.





