ჯონ მაკკეინი: ჰელსინკის სამიტი ტრაგიკული შეცდომა იყო
მსოფლიო

ჯონ მაკკეინი
ჰელსინკიში გამართული დღევანდელი პრესკონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენა იყო აშშ-ის პრეზიდენტების ისტორიაში. ინფორმაციას ამერიკელი სენატორი Twitter-ზე ავრცელებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
Today’s press conference in #Helsinki was one of the most disgraceful performances by an American president in memory.
— John McCain (@SenJohnMcCain) July 16, 2018
My full statement on the #HelsinkiSummit: https://t.co/lApjctZyZl
მისი თქმით, ძნელია გამოთვალო რამდენად დიდია პრეზიდენტ ტრამპის ეგოიზმი და სიმპათია ავტოკრატების მიმართ, თუმცა ნათელია, რომ ეს ტრაგიკული შეცდომა იყო.
„დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში არამხოლოდ უუნაროა, არამედ აღმოჩნდა, რომ მას ამის სურვილიც არ აქვს. თითქოს ტრამპი და პუტინი ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდნენ და პრეზიდენტმა თავისუფალი პრესის სამართლიანი კითხვებისგან ტირანის დაცვა გადაწყვიტა. ამით კი პუტინს ტყუილის პროპაგანდის კარგი პლატფორმა შეუქმნა“, - ვკითხულობთ მაკკეინის მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებაში.
სენატორმა დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ადამიანის უფლებებს უპირველეს ამოცანად უნდა აყენებდეს.
16 ივლისს ჰელსინკიში, დახურულ კარს მიღმა ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა იყო.





