პუტინის და ტრამპის პრესკონფერენციის გზავნილები. ძალიან მოკლედ
მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი
ფოტო: youtube
ფინეთის დედაქალაქში, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა ორსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. აი რა განაცხადეს პრესასთან ორი ქვეყნის ლიდერებმა:
ვლადიმერ პუტინი: არავის უნდა ენდო. მე ვიცავ რუსეთის ინტერესებს, პრეზიდენტი ტრამპი - აშშ-ის ინტერესებს. ტრამპი კიდევ ერთხელ შეეხო ამერიკულ არჩევნებში ჩარევის თემას, მე კიდევ ერთხელ მომიწია იმის გამეორება, რომ ჩვენ არაფერში ვერევით. თავად ვმუშაობდი დაზვერვაში - ვიცი, როგორ იწერება სპეცსამსახურების ეს ანგარიშები, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენ ვერეოდით.
ჩვენ გვაქვს 1999 წლის შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეებში დახმარების შესახებ. ჩვენ მზად ვართ უფლება მივცეთ ამერიკელებს დაკითხონ ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებსაც არჩევნებში ჩარევას ედავებიან, მაგრამ მაშინ ჩვენც უნდა დავკითხოთ ისინი ვინც გვინდა - და უფრო მეტი გავიგოთ, მაგალითად კომპანია Hermitage Capital-სა და უილიამ ბრაუდერზე. დაზვერვის 12 თანამშრომლის შესახებ, რომლებსაც ამერიკელებმა ბრალი წაუყენეს, ჯერ არაფერი ვიცი. ამ ყველაფერს კი სასამართლო გადაწყვეტს!
როდესაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, რუსეთის საზოგადოებაში მის მიმართ სიმპათია გაჩნდა. მე მინდოდა, რომ მას გაემარჯვა, რადგან ის რუსულ-ამერიკული ურთიერტობების განვითარებაზე ლაპარაკობდა. ტრამპი არ აპირებს ყირიმის შემოერთების აღიარებას, ჩვენ არ ვაპირებთ მის დაბრუნებას. ეს იყო შესანიშნავი შეხვედრა, დიდი მადლობა დონალდს. ეს ბურთი კი თქვენ!
დონალდ ტრამპი: მე პუტინს კონკურენტს ვუწოდებდი - ეს კომპლიმენტია! მე ყველაფერს ვაკეთებ მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ ხელს მიშლის მედია და დემოკრატიული პარტია. მე ძალიან ვენდობი ჩვენს სპეცსამსახურებს, მაგრამ სად არის კონკრეტული მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი სადღაც ერეოდა? რატომ არავინ მაჩვენებს დემოკრატიული პარტიის სერვერს თითქოსდა გატეხილი ფოსტით? სად არის ის 33 ათასი წერილი? პრეზიდენტმა პუტინმა კი მითხრა, რომ არანაირი ჩარევა არ ყოფილა. ამ საქმის გამოძიებამ მხოლოდ გააფუჭა ჩვენი ურთიერთობები. ოთხი საათის წინ ეს ურთიერთობები იყო ისტორიაში ყველაზე ცუდი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.
16 ივლისს ჰელსინკიში ამერიკის და რუსეთის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მანამდე 2 ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ ორჯერ შეხვდა: 2017 წლის ივლისში ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში.
<blockquote class="twitter-tweet" data-lang="en"><p lang="en" dir="ltr">Joint Press Conference from Helsinki, Finland: <a href="https://t.co/fadLMDuGiY">https://t.co/fadLMDuGiY</a></p>— Donald J. Trump (@realDonaldTrump) <a href="https://twitter.com/realDonaldTrump/status/1018890862653157381?ref_src=twsrc%5Etfw">July 16, 2018</a></blockquote>
<script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>





