დონალდ ტრამპი ჰელსინკიში ჩავიდა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
ბორტი ნომერი #1, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ეკუთვნის ჰელსინკის აეროპორტში დაეშვა. ორი ქვეყნის ლიდერიდან ფინეთში პირველი დონალდ ტრამპი ჩავიდა, 16 ივლისს (შეხვედრის დღეს) კი ჰელსინკიში ვლადიმერ პუტინი ჩავა.
უცხოელი ანალიტიკოსები ტრამპი-პუტინის შეხვედრიდან ბევრს არაფერს მოელიან. მათი თქმით, ეს შეხვედრა ტრამპისა და პუტინისთვის იმიჯის საკითხი უფრო იქნება. ისინი აცხადებენ, რომ რეალურად საზოგადოება ვერ გაიგებს რაზე ისაუბრებენ ლიდერები, რადგან შეხვედრა დახურული იქნება და მას, ტრამპის მოთხოვნით, არც პროტოკოლის წარმომადგენლები და არც დიპლომატები არ დაესწრებიან.
ჰელსინკში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც. პომპეო Twitter-ზე ტრამპი-პუტინის შეხვედრის მნიშვნელობაზე წერს და აცხადებს, რომ ეს შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებშია.
ჰელსინკიში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას საპროტესტო აქციებით ხვდებიან.
დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ოფიციალური პროგრამა ცნობილია. 16 ივლისის ჰელსინკის სამიტი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.





