დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ოფიციალური პროგრამა ცნობილია
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დეტალები ცნობილია. ოფიციალური პროგრამა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჰელსინკიში, პრეზიდენტის სასახლეში 16 ივლისს გაიმართება. აუდიენციისთვის 3 საათი და 15 წუთია გამოყოფილი.
შეხვედრის მოდერატორი ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე იქნება. ორმხრივი მოლაპარაკება ოფიციალური სადილით გაგრძელდება, რის შემდეგაც მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართება.
ჰელსინკის სამიტი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.
თეთრი სახლის ლიდერი ფინეთში დიდ ბრიტანეთში 4-დღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ გაემგზავრება.
(1).jpg)
2 ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ აქამდე ორჯერ შეხვდა: 2017 წლის ივლისში ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში.
1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჰელსინკში შეხვდნენ ერთმანეთს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი და მიხეილ გორბაჩოვიც. მათ მორიგი კრიზისი განიხილეს - სპარსეთის ყურეში შექმნილი კონფლიქტი.
1975 წელს კი აშშ-ის პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი ფინეთში საბჭოთა ლიდერს, ლეონიდ ბრეჟნევს შეხვდა. მათ ჰელსინკის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება, რათა ცივი ომის ეპოქაში, კომუნისტურ და კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესებულიყო.





