ბრიუსელში ნატოს სამიტი დასრულდა
მსოფლიო
ბრიუსელში ნატოს ორდღიანი სამიტი დასრულდა. სამიტში ალიანსის 29 წევრი და 20 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობდა.
2 დღის განმავლობაში საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ბრიუსელში ქვეყანამ მორიგი მხარდაჭერა, რუსეთმა კი გაფრთხილება მიიღო.
ნატოს სამიტის პირველ დღეს 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ხოლო 12 ივლისს უკვე მიიღეს ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია. 12 ივლისს დილით ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბრიფინგი გაიმართა.





