ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერებმა ბრისელში მიმდინარე სამიტზე საბოლოო დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთან ნატოს ურთიერთობას შეეხება.
როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას აპირებს.
გარდა ამისა, ალიანსმა მოსკოვთან სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, თუმცა ამავდროულად „პოლიტიკური დიალოგისთვის ღია“ რჩება.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ალიანსი არ ცდილობს კონფრონტაციას და რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
დეკლარაციის 65-ე მუხლში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკის და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.





