ტერეზა მეი: ვწუხვარ და ცოტა გაოცებული ვარ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით
მსოფლიო

ტერეზა მეი
ფოტო: YouTube
ვწუხვარ და ცოტა გაოცებული ვარ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით. ამ სიტყვებით გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ღია წერილს და მისი თანამდებობიდან წასვლას. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
„პროდუქტიული დისკუსიისა და აზრიანი შეთანხმების შემდეგ, რასაც პარასკევს მივაღწიეთ ვწუხვარ და ცოტა გაოცებული ვარ, რომ ბორის ჯონსონის გადადგომის შესახებ მოთხოვნა მივიღე“, - განმარტა ტერეზა მეიმ.
დღესვე ტერეზა მეის სპიკერმა განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი შეებრძოლება ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მისი, როგორც ლიდერის პოზიციებს შერყევას ემსახურება.
უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა დევიდ დევისმა, მის შემდეგ კი ბორის ჯონსონმა განაცხადა წასვლის შესახებ. შემდეგ იყო საპარლამენტო მდივანი ტრანსპორტის დეპარტამენტში კრის გრინი. სამივე შემთხვევაში მიზეზი Brexit-ის გეგმა იყო.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჯანდაცვის მინისტრმა ჯერემი ჰანთმა დაიკავოს. ამ თემაზე მოლაპარაკებები პრემიერმინისტრის ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს.
Looks like Hunt for new Foreign Sec? Goes into Downing Street... pic.twitter.com/hy0cTGp8vC
— Jason Farrell (@JasonFarrellSky) July 9, 2018
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.





